ბექაური ადამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ადამ ბექაური '''ბექაური ადამ''' – (1972), [[ქართველე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბექაური ადამ“ გადაიტანა გვერდზე „ადამ ბექაური“) |
16:20, 22 თებერვალი 2022-ის ვერსია
ბექაური ადამ – (1972), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ მაგრანეთში (თიანეთი). ითვლება კაფიის ერთ-ერთ ოსტატად. გამოცემული აქვს წიგნი – „ფაქტები და მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე” (2017).
- ადამ ბექაური ბაბუა ალუდაურს
- ეხლა ერთი-ორს მეც დავწერ,
- ნალექსს ავუბამ მხარასა.
- ან რა მრჯის სადაც შენ არას,
- კაც არ უნდ წაეჩარასა.
- ვიცი პასუხს ვერ ავცდები,
- გადავეყრები შარასა.
- მაგრამ გიყოლებს სათქმელი,
- გათქმევს მწარას და მწარასა.
- ზოგიერთივით ვერ ვიტყვი,
- სიცრუეს თანაც მტკნარასა.
- მაგრამ სიმართლე ესეა,
- მტერმაც ნუ გაიხარასა –
- ფოტოებს იღებს, ინახავს,
- ალბომთ უკეტავს კარასა.
- არა და საქმეს მიჰყვება,
- საქვეყნოდ გასახარასა.
- თვალს მოუხუჭავს, აღბეჭდავს,
- თვალწარმტაც არემარასა.
- მისდევს და მოსდევს კლდე-ვაკეს,
- ტყე-ველს, მთასა და ბარასა.
- აახმიანებს ხმაურით
- ბევრ მდუმარ ნასოფლარასა.
- მხარზეით დაკიდებულით,
- ჩხაკუნით მოსახმარასა.
- იღებს და არაფრით გასცემს,
- შემდეგ თვალთნაოფლარასა.
- ეგ ჩვეულება ჩრდილსა სდებს
- დიდ ფოტოგრაფთა დარასა.
- სურათს არ მოგცემს და თავს კი
- გასწირავს ცოცხალ-მკვდარასა.
- ან გამორჩენას მოელის...
- გაფიქრებაც კი მზარავსა.
- შორს გაიხედოს სჯობია,
- კი ნუ შაირცხვნის გვარასა.
- სახელი მუდამ ერჩივნოს,
- ალუდაურთა ხარასა.