ბრეგვაძე ბაჩანა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბრეგვაძე ბაჩანა“ გადაიტანა გვერდზე „ბაჩანა ბრეგვაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაჩანა ბრეგვაძე“ გადაიტანა გვერდზე „ბრეგვაძე ბაჩანა“ გადამის...) |
13:22, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია
ბრეგვაძე ბაჩანა – (1936 – 2016), ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი. დაიბადა სოფელ სხვავაში (ამბროლაური). 1960 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მთელი ცხოვრების მანძილზე ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და თარგმნილი აქვს ევროპის თითქმის ყველა კლასიკური ენიდან ძალიან დიდი რაოდენობის ლიტერატურული ძეგლები, ძირითადად – პროზაული ნაწარმოებები, თუმცა მის შემოქმედებაში მოიპოვება რამდენიმე პოეტური თარგმანის ნიმუშიც. მისი მთავარი თარგმანებია: „ახალი აღთქმა”, ბლეზ პასკალის „აზრები”, მარკუს ავრელიუსის „ფიქრები”, სერვანტესის „დონ კიხოტი”, ჰენრიკ იბსენის „დრამები”, პოლ ვალერის „სულის კრიზისი”, ნიკოლო მაკიაველის „მთავარი”. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები:
- ანონიმი იტალიელი პოეტი
- (XIV საუკუნე)
- ანონიმი იტალიელი პოეტი
- თეთრი გალიიდან გაფრინდა ბულბული.
- ქვითინებს ბიჭუნა – ეს რა სამართალია!
- მას ხომ ბულბული სურს და არა გალია!
- ქვითინებს და ამბობს: რა იქნა ნეტავი?
- ქვითინებს და ამბობს: რა იქნა ნეტავი?
- ბულბულის საძებნად ჭალაში შევიდა.
- ხმატკბილი გალობა მოესმა ზევიდან.
- ძვირფასო, რა იქნება,
- ჩვენს ბაღში დაბრუნდე?
- ძვირფასო, რა იქნება, დაბრუნდე ჩვენთან?
- ჯიროლამო სავონაროლა
- მძლეთამძლეო უფალო ჩემო,
- შენ ერთმა უწყი, რაც მე მჭირდება,
- შენ ერთმა უწყი ერთადერთი
- სურვილი მსხემის;
- მე ტახტს როდი გთხოვ, ანდა დიდებას,
- ვით ძუნწი ვნებადაუურველი,
- რომელიც მაღალ სწრაფვათათვის
- ბრმაა და ყრუა,
- მე ერთის ვარ ოდენ მსურველი:
- vulnera cor meum caritate tua!