ბუკიკაშვილი დარეჯან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბუკიკაშვილი დარეჯან''' − (დ. 1908 − გარდაცვალების წელი უცნობია), [...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბუკიკაშვილი დარეჯან“ გადაიტანა გვერდზე „დარეჯან ბუკიკაშვილი“)

14:00, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია

ბუკიკაშვილი დარეჯან − (დ. 1908 − გარდაცვალების წელი უცნობია), ქართველი პოეტი. დაიბადა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჭყინტაში. დარეჯანმა ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. წერა-კითხვა სიპის ქვაზე ისწავლა. 1923 წელს ცოლად გაჰყვა ალექსი ბოძაშვილს, რომელსაც „გაკრულას“ ეძახდნენ. ამის შემდეგ დარეჯანს მეტწილად „გაკრულათ დარეჯანის“ სახელით იხსენიებდნენ. 1935-1936 წლებში „გაკრულას“ ოჯახი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში ჩამოსახლდა. დარეჯან ბუკიკაშვილი ლექსები ფშაურ მოტივზეა დაწერილი, ასევეა მისი კაფიათა დიდი ნაწილიც.

* * *
ნავროთა ჰქონდა ქორწილი,
დიდი, პატარა კიოდა,
გვიგვინებს დოლი, გრიალებს,
გარმუნიც ამოჭყიოდა.
თამაშობს დარეჯანაი,
ტლინკურში ამოდიოდა,
იმის დაკარგულ ძროხები,
მაჩხაურს გამოდიოდა.
შამაჰხვევიყო ჯეჯილსა,
სადაც მწვანედა ღვიოდა.
სადღა ახსოვდა ძროხები,
ლუდი და ღვინო შხიოდა.
მაშინღა მაჰგონებიყო,
მზეს სხივებ აღარ სდიოდა.
„რა ქნა მაგ დანელებულმა” −
მთელი უბანი ჩიოდა.
ერთი მყავ, ისიც თან წაჰყვა,
მე რა თავს გადამდიოდა.
ნეტავი გამაგებინა,
ვის უფრო გული სტკიოდა!
მჭედლურთ მარიამს ამბობენ,
გულზე ცეცხლ გადასდიოდა.
გამამივარდა გზაშია,
მტრებულად ჩამამკიოდა.
ცოტა არ იყოს შავშინდი,
ცრემლები ჩამომდიოდა.
გამწარდა ჩემ წილ ქორწილი,
ყელშიაც ამამდიოდა.
ეს ლექს რო შავარემონტე,
პირველ ქათამი ყიოდა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები