საწყობი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საწყობი''' '''საწყობი''' – შენობა ან შენობათა კო...) |
16:02, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია
საწყობი – შენობა ან შენობათა კომპლექსი, სათავსი, ნაგებობა, სპეციალური ადგილი მატერიალური ფასეულობების შესანახად და სასაწყობე მომსახურების გასაწევად.
დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სახის საწყობებს: ადრეული შეზიდვის, ზოდების, მზა ნაწარმის, ნამზადის, საწარმოო, სატრანზიტო-გადასატვირთავი, საბაჟო, სეზონური შენახვის, სარეზერვო, საბითუმო განაწილების, კომერციული საერთო სარგებლობის, საცალო, სამხედრო, შუალედური და სხვ.,
შენახვის პირობების მიხედვით – საერთო დანიშნულების, რეზერვუარები, სეიფები და სპეციალიზებული.
საჭიროების შემთხვევაში საწყობი შეიძლება იყოს სიმძლავრეები საქონლის დაფასოების, შეფუთვის, ტესტირებისა და სხვა ოპერაციებისათვის.
