ჯოხაძე გია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გია ჯოხაძე '''ჯოხაძე გია''' – (1965), ისტორიის მეცნი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯოხაძე გია“ გადაიტანა გვერდზე „გია ჯოხაძე“)

01:30, 25 თებერვალი 2022-ის ვერსია

გია ჯოხაძე

ჯოხაძე გია – (1965), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას, თარგმნილი აქვს თომას სტერნზ ელიოტის, ანა ახმატოვას, იოსიფ ბროდსკის, ვისლავა შიმბორსკას და სხვა პოეტების ლექსები.


ანა ახმატოვა
თარგმნა გია ჯოხაძემ
გუშინ არც ჭაღარა მოჩანდა,
არც სევდის ვიყავი ყმა,
ტრფობის მარწუხი არ მბოჭავდა,
ჯერ არ გამბზარვოდა ხმა.
და გაფიქრებაც არ მაცალა,
წამში გამომათრო მეც...
სულ ერთ ცხელ კოცნაში გაცვალა
სამყარო, მთვარეც და მზეც.
სიყვარულს დავუდექ ვასალად
და თავისუფლება მძულს...
კვლავ ვნების შემასვი სამსალა,
კვლავ ტაბუ აჰხადე სულს!
მეუფევ, გულთა და რაყიფთა,
თქვი, რად მარიდებდი თვალს?–
ბალახიც სხვაგვარად გაყვითლდა,
ვარსკვლავიც სხვაგვარად მწვავს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები