გელოვანი აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გელოვანი აკაკი“ გადაიტანა გვერდზე „აკაკი გელოვანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკაკი გელოვანი“ გადაიტანა გვერდზე „გელოვანი აკაკი“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:06, 26 თებერვალი 2022 მდგომარეობით

აკაკი გელოვანი

გელოვანი აკაკი – (1923 – 1996), ქართველი მწერალი, პოეტი და მთრგმნელი. დაიბადა სოფელ ლალხორში (მესტია) პირველი ნაწარმოები 14 წლისამ გამოაქვეყნა. მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1953 წლიდან სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს; პირველი წიგნი 1954 წელს გამოსცა - ჰაინრიხ ჰაინეს „რჩეული ლირიკა”; აღსანიშნავია მისი წიგნები მსოფლიო ხელოვნების კორიფეებზე – „მარად ცოცხალი ხელოვნება“. აკაკი გელოვანმა თარგმნა ცვაიგის, ლაქსნესის, ბოდენშტედტის, გრიფიუსის, შუდერის, შვაბის და სხვა მწერლების ნაწარმოებები, აგრეთვე გოეთეს, მიცკევიჩის, ჰაინეს და სხვების პოეზია. გამოცემული აქვს იუმორისტული ლექსების კრებული „ისინდი” (1989).


ჰაინრიხ ჰაინე
თარგმნა აკაკი გელოვანმა
შენი ღაწვი მიაკარი ჩემსას
და ვიტიროთ საზიარო ცრემლით;
შენი გული დააკონე ჩემსას
და ავენთოთ ერთი გულის ცემით.
როცა გულთა მოგიზგიზე ალში
ჩაიქცევა ჩვენი ცრემლის ღვარი,
მძლავრი ხელით ჩაგიხუტებ გულში
და შენს ფერხთით დავეცემი მკვდარი.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)[[კატეგორია:ქართველი მწერლები]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები