გურამიშვილი მამუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გურამიშვილი მამუკა''' – (XVIII ს), ვახტანგ მეექვსის ლიტერატურული...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურამიშვილი მამუკა“ გადაიტანა გვერდზე „მამუკა გურამიშვილი“) |
19:23, 27 თებერვალი 2022-ის ვერსია
გურამიშვილი მამუკა – (XVIII ს), ვახტანგ მეექვსის ლიტერატურული წრის წევრის, ირიცხებოდა მისსავე ამალაში, რომელიც 1724 წელს რუსეთში წავიდა და ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში; დაახლოებული იყო ვახტანგ VI-ის თანმხლებ ემიგრანტ მწერლებთან: დიმიტრი სააკაძესა და დიმიტრი ბაგრატიონთან; მამუკას დიდი პოეტური მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, ჩვენამდე მოაღწია მისმა სამიოდე ლექსმა, რომლებიც გიორგი ავალიშვილის ანთოლოგიამ შემოგვინახა, ერთ-ერთი მათგანია, მირიან ბატონიშვილის დაკვეთით დაწერილი, დავით გურამიშვილის მიბაძვით შეთხზული ვრცელი ლექსი „მზეთა-მზე”, მასვე ეკუთვნის მირიან და დიმიტრი ბატონიშვილებისადმი მიძღვნილი ლექსები („იქმენ მშვიდ” და უსათაურო სახოტბო ლექსი), რასაც აშკარად ეტყობა დავით გურამიშვილის ზეგავლენა; გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნაში).
- მზეთა მზე (ნაწყვეტი)
- ეო, მეო, დავითს მივბაძეო,
- გამიგონე, რას მოგითხრობ, ყური მამიგდეო.
- ყველას მოგწონდესთ შვენებით
- ჩემი მზეთა მზეო,
- არავინ არის სახითა მისგან უკეთეო,
- დიდად არის საყვარელი, ჩემგან იცოდეო.
- ასეთი შვენიერია კიდით-კიდემდეო,
- ანათებს უფსკრულამდინა მიუწთომლამდეო,
- შენ ესე მზე ნუ გგონია, ამას ვამბობდეო,
- რომელი აქა ანათებს, ქვეყანათამდეო,
- მაგისა შუქის მიმცემი არის მაღლა ზეო.
- არავინ არის მისთანა, ამად ამკობდეო,
- ცასა და ქვეყანაშია ყველას უდიდეო,
- გამოგიცხადო ამბავი, აქეთ მამხედეო,
- ვინც არის ჩემი მზეთა მზე, მოდი, გეტყოდეო:
- ღმერთია ყოვლის მპყრობელი უკუნისამდეო.