ერისთავი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერისთავი რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ ერისთავი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ ერისთავი“ გადაიტანა გვერდზე „ერისთავი რევაზ“ გადამისამ...)

20:08, 1 მარტი 2022-ის ვერსია

ერისთავი რევაზ –(1827 – 1899), მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა სოფელ ოძისში (დუშეთი). XIX ს 50-60-იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან”. პოპულარული იყო მისი ლექსები „ბიძაჩემს ყაფლანს” და „ყაფლან ორბელიანს”. რევაზ ერისთავმა თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, ჟუკოვსკის ნაწარმოებები. კოზლოვის პოემის „შეშლილის” ერისთავისეული თარგმანი მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ („ცისკარი”, 1861, #4), რითაც დაიწყო „მამებისა” და „შვილების” ბრძოლა. რევაზ ერისთავის წერილს „პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა” („ცისკარი”, 1861, #5) ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა „პასუხით”(„ცისკარი”, 1861, #6).


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები