ვაჟა-ფშაველა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაჟა-ფშაველა“ გადაიტანა გვერდზე „რაზიკაშვილი ლუკა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რაზიკაშვილი ლუკა“ გადაიტანა გვერდზე „ვაჟა-ფშაველა“ გადამისამ...)

23:14, 1 მარტი 2022-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

ვაჟა-ფშაველა – (1861 – 1915), ნამდვილი სახელი და გვარი – ლუკა რაზიკაშვილი. ქართველი მწერალი და პოეტი. სხვა ვერსიით, ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1862 წელს. დაიბადა სოფელ ჩარგალში (ფშავი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი), სოფლის მღვდლის პავლე რაზიკაშვილის ოჯახში. რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. შემდეგ სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-79 წლებში კი – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

ვაჟას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 წელს დაიბეჭდა („დროება“), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ – 1880 წელს („ივერია“); პირველი ლექსი „მეომარი“ – 1881 წელს („იმედი“), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ – 1881 წელს („დროება“). ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას, მის პოეზიაში განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება – ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი პოემები: „ალუდა ქეთელაური“(1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „გველისმჭამელი“ (1901) და სხვა.

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 წლებში ალექსანდრე აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად, 60-იან წლებში კი ათტომეულიც დაიბეჭდა. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

არწივი
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები