თანიაშვილი სულხან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თანიაშვილი სულხან''' – XVII საუკუნის პოეტი, ქართლის სამეფო კარ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თანიაშვილი სულხან“ გადაიტანა გვერდზე „სულხან თანიაშვილი“)

15:36, 7 მარტი 2022-ის ვერსია

თანიაშვილი სულხან – XVII საუკუნის პოეტი, ქართლის სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი. არჩილ II-ის ცნობით, განსწავლული პიროვნება და ცნობილი პოეტი ყოფილა. XVII საუკუნის იტალიელი მისიონერისა და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის ალბომში მოთავსებულ სულხან თანიაშვილის პორტრეტზე წარწერილია: „იბერია-კოლხეთის სამეფოში განთქმული პოეტი სულხან ავთანდილაშვილი”. მის თხზულებათაგან ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გალექსილმა „ამირანდარეჯანიანმა” ერთადერთი დეფექტური ნუსხით. თხზულებას თან ერთვის ავტორისეული შესავალი ტრადიციული მსჯელობითურთ მიჯნურობაზე, პოეზიაზე, პროზასთან შედარებით ლექსის უპირატესობაზე და ა.შ. გალექსილი ვერსიის დასრულება სულხან თანიაშვილის არ დასცალდა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს საქმე მისმა ძმამ ითავა. ძეგლის ძირითადი ნაწილი სულხანის გალექსილია; რუსთველისა და თეიმურაზ I-ის ტრადიციების მიმდევარმა სულხან თანიაშვილმა შეძლო საკმაოდ ოსტატური თხზულების შექმნა.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები