თუმანიშვილი გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თუმანიშვილი გივი''' − XVII-XVIII საუკუნეების [[ქართველები|ქართველ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თუმანიშვილი გივი“ გადაიტანა გვერდზე „გივი თუმანიშვილი“) |
11:59, 9 მარტი 2022-ის ვერსია
თუმანიშვილი გივი − XVII-XVIII საუკუნეების ქართველი პოეტი და კალიგრაფი. 1688-1721 წლებში იყო ერეკლე I-ის, არჩილ II-ის, ლევან ბატონიშვილისა და ვახტანგ VI-ის კარის მდივან-მწიგნობარი. 1701-1705 წლებში არჩილ II-ის დავალებით გადაწერა „არჩილიანი“, მასვე ეკუთვნის ვახტანგ მეექვსის სახელზე დაწერილი ეპიტაფია, რომელიც მხატვრული ღირსებებითაც საყურადღებოა და ინტონაციურადაც ენათესავება თვით ვახტანგისა ლექსთა ტონალობას. 1721 წელს ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღწერა საბარათიანო. მისი ლექსები დაცულია ხელნაწერების სახით. გივი თუმანიშვილს ვახტანგ მეექვსესა და სულხან საბასთან ერთად მონაწილეობა მიუღია „შვიდი მთიების” თემაზე გამართულ ლიტერატურულ შეჯიბრში.