იოანე ანჩელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოანე ანჩელი“ გადაიტანა გვერდზე „ანჩელი იოანე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანჩელი იოანე“ გადაიტანა გვერდზე „იოანე ანჩელი“ გადამისამართე...) |
17:00, 9 მარტი 2022-ის ვერსია
იოანე ანჩელი − XII-XIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, ანჩის მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე. ტაო-კლარჯეთის სალიტერატორო სკოლის წარმომადგენელი.
მის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ერთობ მწირია. ტბეთის სახარების (XII საუკუნე) ანდერძში იგი არსენ ბერის (XI-XII სს.) ძმად იხსენიება. XII საუკუნის ხატის (ანჩისხატის) წარწერიდან ირკვევა, რომ ის იოანე ანჩელს მოუჭედინებია, თამარ მეფის ბრძანებით. იოანე ანჩელს ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი „გალობანი ანჩისხატისანი” (კიდურწერილობა – „საშინელსა ანჩისა ხატსა უგალობ უნდოი იოვანე ანჩელი”), რომელიც გამოსცა მოსე ჯანაშვილმა 1903 წელს.