იოსელიანი ოტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოსელიანი ოტია“ გადაიტანა გვერდზე „ოტია იოსელიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოტია იოსელიანი“ გადაიტანა გვერდზე „იოსელიანი ოტია“ გადამისამ...)

00:17, 10 მარტი 2022-ის ვერსია

იოსელიანი ოტია – (1930 – 2011), ქართველი მწერალი, პოეტი დრამატურგი, სცენარისტი. დაიბადა სოფელ გვიშტიბში (წყალტუბო). დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები 1961 წელს. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები” გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. ავტორი ყურადღებას ამახვილებდა ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში. ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე დაიდგა საქართველოს თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. 2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი.


დამერქმია
მსურდა, შენთვის დამერქმია ცისაფერა,
დამერქმია ოცნებების ცისარტყელა,
როცა გარეთ ასე ცრის და ბნელა,
დამერქმია უიმედოს შველა,
დამერქმია ნათლის სხივის თანმდევი,
დამერქმია უგზო-უკვლოს გზამკვლევი,
დამერქმია სხვისთვის რწმენის გამჩენი,
დამერქმია კაცის კაცად დამრჩენი,
დამერქმია სულის, გულის ფეთქვა,
დამერქმია...
მაგრამ უკვე სხვა სახელი გერქვა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები