გარეთა ყურის მალფორმაციები
(ახალი გვერდი: '''გარეთა ყურის მალფორმაციები''' — მალფორმაცია შესაძლოა უმნი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გარეთა ყურის მალფორმაციები''' — მალფორმაცია შესაძლოა უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. მაგალითად, | + | '''გარეთა ყურის მალფორმაციები''' — მალფორმაცია შესაძლოა უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. მაგალითად, [[ყური]]ს ნიჟარის ასიმეტრიული ზომით. ხანდახან იგი საკმაოდ შესამჩნევია. მაგალითად, ყურის ნიჟარა საერთოდ არ არსებობს. თითქმის ყველა ასეთ პათოლოგიას თან ახლავს გარეთა სასმენი მილის არარსებობა. |
როგორც წესი, ყურის მალფორმაციები ცალმხრივია და მათ პირველი ბრანქეალური თაღის მალფორმაციებს მიაკუთვნებენ. | როგორც წესი, ყურის მალფორმაციები ცალმხრივია და მათ პირველი ბრანქეალური თაღის მალფორმაციებს მიაკუთვნებენ. | ||
20:55, 10 მარტი 2022-ის ვერსია
გარეთა ყურის მალფორმაციები — მალფორმაცია შესაძლოა უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. მაგალითად, ყურის ნიჟარის ასიმეტრიული ზომით. ხანდახან იგი საკმაოდ შესამჩნევია. მაგალითად, ყურის ნიჟარა საერთოდ არ არსებობს. თითქმის ყველა ასეთ პათოლოგიას თან ახლავს გარეთა სასმენი მილის არარსებობა.
როგორც წესი, ყურის მალფორმაციები ცალმხრივია და მათ პირველი ბრანქეალური თაღის მალფორმაციებს მიაკუთვნებენ.
მალფორმაციის ქირურგიული მკურნალობა არ არის სასწრაფო გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მცირე ინვაზიური ჩარევით, შესაძლოა ყურს კარგად განვითარების შანსი მივცეთ. მაგალითად, როდესაც ტრაგუსს და ბიბილოს შორის არსებობს ზონარისმაგვარი შეერთება, რაც ყურის „გაშლას“ უშლის ხელს.
სამაგიეროდ, აუცილებელია სმენის ტესტის ჩატარება, რათა მოვახდინოთ სმენასთან დაკავშირებული პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკა.
აღსანიშნავია, რომ არ არის მიზანშეწონილი პაციენტის მშობლებს დავპირდეთ საუკეთესო ესთეტიკურ და ფუნქციურ შედეგს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მშობლებმა გაიაზრონ შვილის მალფორმაცია და შემდგომში, მას შეუმსუბუქონ ამასთან შეგუება.
ტომოგრაფიის გაკეთება 6-7 წლამდე რისკის შემცველია, რადგან საჭიროებს ზოგად ანესთეზიას.
ასევე, მცდარია ის აზრი, რომ ოპერაციის შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული მის ადრეულ ჩატარებაზე. პირიქით, სასურველია პაციენტი იყოს ზრდასრული ასაკის, რათა მან თავისით გაიაზროს ოპერაციის რისკები და შედეგები. არსებობს ორი ძირითადი გზა მალფორმაციების გამოსასწორებლად: ოპერაციულ–რეკონსტრუქციული ქირურგია და ეპითეზი – ხელოვნური მასალით ახალი ყურის შექმნა და ფიქსირება.
სხვა საქმეა ორმხრივი მალფორმაციის შემთხვევები, რადგანაც, ამ შემთხვევაში, სმენის დეფიციტი 60 დეციბელამდეა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტყველების სწორ ჩამოყალიბებას სჭირდება კარგი სმენა (ზღურბლი არანაკლებ 30-35 დეციბელისა). აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ის აზრი, რომ ბავშვების აპარატით უზრუნველყოფა ერთი წლის ასაკიდან უნდა განხორციელდეს, რასაკვირველია, ძვლოვანი აპარატით, რაც უზრუნველყოფს კარგ სმენას და მეტყველების ჩამოყალიბებას არ უშლის ხელს.
ნაკლებად შესამჩნევი მალფორმაციები უფრო ხშირია და შესაძლოა გამოხატული იყოს ნიჟარის ზომის ან ფორმის დეფექტით. ასევე, აღსანიშნავია ე. წ. „ყურპარტყუნობა“ რისი კორექციაც უმარტივესია ნიჟარის ხრტილოვანი პლასტიკის მეშვეობით (10-11 წლის ასაკიდან). აღსანიშნავია, რომ ამ ოპერაციის სურვილი პაციენტის მხრიდან უნდა მოდიოდეს და ემსახურებოდეს მისი ემოციურ-ესთეტიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კარგად უნდა გავაგებინოთ პაციენტს არსებული პოსტოპერაციული რისკები (პერიქონდრიტი, კელოიდი) და მხოლოდ ამის შემდეგ, ქირურგს შეუძლია თანხმობა მისცეს ოპერაციაზე.