ოტორეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოტორეა''' (ჩირქდენა ყურიდან) – ჩირქდენა ყურიდან, როგორც წესი,...) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
::b. გაკეთდეს ყურზე სტერილური ნახვევი; | ::b. გაკეთდეს ყურზე სტერილური ნახვევი; | ||
::c. დაინიშნოს სისტემური ანტიბიოტიკური მკურნალობა პენიცილინის ჯგუფის მედიკამენტებით; | ::c. დაინიშნოს სისტემური ანტიბიოტიკური მკურნალობა პენიცილინის ჯგუფის მედიკამენტებით; | ||
| + | |||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
00:00, 11 მარტი 2022-ის ვერსია
ოტორეა (ჩირქდენა ყურიდან) – ჩირქდენა ყურიდან, როგორც წესი, ოტოსკოპიის გარეშეც შესამჩნევია და მისი მიზეზი გარეთა ან შუა ყურში განვითარებული ინფექციური პროცესია.
ამის დასაზუსტებლად ოტოსკოპიური გამოკვლევაა გასაკეთებელი.
NOTA BENE
- ყურიდან ჩირქდენის არარსებობა არანაირად არ ადასტურებს ქრონიკული ოტიტის არარსებობას;
- ქრონიკული ოტიტის მატარებელ პაციენტში, მწვავე ოტორეა შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს;
- ბავშვებში ჩირქოვანი ოტიტი, შესაძლოა, თვეების მანძილზე გართულებების გარეშე მიმდინარეობდეს;
- ზოგიერთ შემთხვევაში, ყურის წვეთების სისტემატური და ხანგრძლივი დანიშვნა უშედეგოა და მეტიც, შესაძლოა გამოიწვიოს შიდა ყურის ინტოქსიკაცია.
სიხლიანი ოტორეა-ოტორაგია ან ცერებროსპინლური ოტორეა, უმთავრესად, ტრავმული დაზიანებების დროს გვხვდება. თუმცა, შესაძლოა, ავთვისებიანი პროცესების შემთხვევაშიც განვითარდეს. ეს შემთხვევები სპეციალიზირებულ, ჰოსპიტალურ დახმარებას ითხოვს.
სპეციალიზირებული მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია:
- a. არასდროს დაინიშნოს ყურის წვეთები;
- b. გაკეთდეს ყურზე სტერილური ნახვევი;
- c. დაინიშნოს სისტემური ანტიბიოტიკური მკურნალობა პენიცილინის ჯგუფის მედიკამენტებით;