გულა სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''გულა სოკო''' (''ლათ''. Hericium erinaceum (Fr.) Pers. ''რუს''.Гериций е...) |
12:12, 11 მარტი 2022-ის ვერსია
გულა სოკო (ლათ. Hericium erinaceum (Fr.) Pers. რუს.Гериций ежовиковый)
ნაყოფსხეული – გულის ფორმისაა ან უფრო მომრგვალო 5-18 სმ დიამეტრისა, ფეხის გარეშეა; ჯერ მოვარდისფროა, შემდეგ თეთრი, მურა ან ჟანგისფერი ელფერით.
რბილობი – თეთრია, ხორცოვანი „ეკლები“ გრძელია და მიმართულია ქვემოთ.
სპორები – ელიფსისებურია ან კვერცხისებრი 5-7X4,5-6 მკმ.
იზრდება – ერთეულებად, უმთავრესად მუხაზე. საჭმელად გამოიყენება ახალი.