ნაღველა სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''ნაღველა სოკო''' (''ლათ''. Tylopilus felleus (fr) karst ''რუს''. Жел...) |
16:37, 11 მარტი 2022-ის ვერსია
ნაღველა სოკო (ლათ. Tylopilus felleus (fr) karst რუს. Желчный гриб)
ქუდი – 3-8 სმ დიამეტრისაა, ბალიშისებრი, სადა მშრალი ზედაპირით, მურა ფერისაა. ფორების შრე ჭუჭყისფერ-ვარდისფერია, ფორები მრგვალია. ფეხი – 4-7 სმ სიგრძის და 1,5 სმ სისქისაა, წაგრძელებულ-ბოლქვისებრია, მუქჟანგ-მიწისფერია, მუქი მურა ბადის გამოსახულებით.
რბილობი – თეთრი, გადატეხისას ოდნავ ვარდისფერი ხდება, ძალიან მწარეა.
სპორები – 12-14X4-5 მკმ, თითისტარისებრია, სადა, ღია ვარდისფერ-მურა.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. ჩვენში იშვიათი სახეობაა. საჭმელად უვარგისია. ჰგავს დათვის სოკოს განსხვავდება ფეხზე მურა ფერის ბადისებრი გამოსახულებით და რბილობის სიმწარით.