მუხისძირა
(ახალი გვერდი: right '''მუხისძირა''' (''ლათ''. Boletus luridus Fr. ''რუს''. Дубовик обык...) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:სოკოები]] | [[კატეგორია:სოკოები]] | ||
[[კატეგორია: ჩანთიანი სოკოები]] | [[კატეგორია: ჩანთიანი სოკოები]] | ||
| − | [[კატეგორია:ბაზისდიანი | + | [[კატეგორია:ბაზისდიანი სოკოები]] |
01:37, 12 მარტი 2022-ის ვერსია
მუხისძირა (ლათ. Boletus luridus Fr. რუს. Дубовик обыкновенный)
ქუდი – 3-15 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, ხორცოვანი, შემდეგ კი – ამობურცული, მომწვანო-მურა, მოყვითალო-მურა ან მურა-მონაცრისფრო. ფორები წვრილნასვრეტებიანია, ჯერ მომწვანო-მოყვითალო, შემდეგ კი – კაშკაშა წითელი, ხელის დაჭერისას ლურჯდება. ფეხი – 5-15 სმ სიგრძისა და 2-5 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებულია ან ზოგჯერ ცილინდრული, მოწითალო, მოყვითალო ადგილებით; ახასიათებს მოწითალო, მოგრძო ყულფებიანი ბადე.
რბილობი – მკვრივია, ღია მოყვითალო, ჰაერზე ჯერ ლურჯდება, შემდეგ ისევ მოყვითალო ფერს იღებს.
სპორები – კვერცხისებრ-ელიფსურია, მოყვითალო-მომწვანო ან მურა, 9-17X5-7 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, მუხნარებში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად გამზადებამდე საჭიროა 10-15 წუთით წამოდუღება (ნადუღი წყალი გადაიღვრება). ალკოჰოლთან ერთად შხამიანია.