ფუქსიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფუქსიტი''' (ქრომის ქარსი) (''გერმ.'' fuchsit გერმანელი გეოლოგის იოჰა...) |
00:31, 14 მარტი 2022-ის ვერსია
ფუქსიტი (ქრომის ქარსი) (გერმ. fuchsit გერმანელი გეოლოგის იოჰან ნეპომუკა ფონ ფუქსის სახელის მიხედვით) – ქრომით მდიდარი (შეიცავს 4%-მდე ქრომის ჟანგს) მინერალური მუსკოვიტის სახესხვაობა, ღია მწვანე ფერის ფენოვანი მინერალი. ფორმულა – K(Al,Cr)2(AlSi3O10)(OH)2. ხშირად მისგან ამზადებენ სამაჯურებსა და საყურეებს. გამოიყენება ელექტროტექნიკასა (როგორც დიელექტრიკი) და ლაქსაღებავების წარმოებაში (როგორც დეკორატიული შემავსებელი).