თეთრი კლიტოციბე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''თეთრი კლიტოციბე''' (''ლათ''. Clitocybe candicans (Fr.) Kumm. ''რუ...) |
12:48, 14 მარტი 2022-ის ვერსია
თეთრი კლიტოციბე (ლათ. Clitocybe candicans (Fr.) Kumm. რუს. Говорушка белая)
ქუდი – 2-3 სმ დიამეტრისა, ბრტყლად ამოზნექილი, შუაში ჩაჭყლეტილი, თხელრბილობიანი, მბზინავი, აბრეშუმისებური, ბუსუსოვანი ელფერით, თეთრი, ფირფიტები თხელი, შეზრდილი, თითქმის დაღმავალი თეთრი.
ფეხი – 2,5-5 სმ სიგრძისა და 0,3-0,5 სმ სისქისა, თეთრი. რბილობი – თეთრი.
სპორები – ელიფსისებრი, ოდნავ ხორკლიანი ზედაპირით, 4-5X2-3 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში და ტყის პირას ზაფხულ-შემოდგომით. ძლიერ შხამიანია, იწვევს ნერვული სისტემის დამბლას.