ზოლებიანი ტრიქოლომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''ზოლებიანი ტრიქოლომა''' (ლათ. Tricholoma virgatum (Fr.) Kumm. რუ...) |
15:17, 14 მარტი 2022-ის ვერსია
ზოლებიანი ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma virgatum (Fr.) Kumm. რუს. Рядовка заострённая)
ქუდი – 3-8 სმ დიამეტრისაა, ზარისებრი, შემდეგ ბრტყელი, ცენტრში ამობურცული, რადიალურად განწყობილი შავი ბოჭკოებით, ღია ნაცრისფერია, ცენტრში უფრო მუქი. ფირფიტები, თეთრი, კიდეები ზოგჯერ მოშავოა.
ფეხი – 6-9 სმ სიგრძისა და 0,5-1 სმ სისქისაა, მოთეთრო.
რბილობი – მონაცრისფრო–მოთეთროა, ცხარე.
სპორები – განიერელიფსისებრი, დაწინწკლული ზედაპირით, უფერული, 6-7X5-6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში ზაფხულ–შემოდგომით. შხამიანი სოკოა.