სქელი ბილწა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''სქელი ბილწა სოკო''' (''ლათ''. Amanita spissa (Fr.) Kumm. ''რუს''. М...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:02, 15 მარტი 2022 მდგომარეობით

Sqelibilw.PNG

სქელი ბილწა სოკო (ლათ. Amanita spissa (Fr.) Kumm. რუს. Мухомор коренастый)

ქუდი– 3-15 სმ-მდე დიამეტრისაა; ჯერ ბურთისებრია, შემდეგ – გაშლილი, ზედაპირი დაფარულია წვრილი მოთეთრო მეჭეჭებით, კიდეები სადაა ან ოდნავ ზოლიანია, მონაცრისფრო მომწვანოა ან მონაცრისფრო-მურა. ფირფიტები თეთრია.

ფეხი – 7-12 სმ სიგრძისაა და 1–3 სმ სისქისა, ახასიათებს თეთრი, ზოლიანი საყელო. თეთრია ან ნაცრისფერი, ზედაპირი საყელოს ქვემოთ ქერცლოვანი, ძირში განვითარებული აქვს ნაცრისფერი ფიფქოვანი ვოლვა, რომელიც ადვილად სძვრება.

რბილობი – თეთრია, ბოლოკის სუნით.

სპორები – ელიფსისებრია, უფერული,8-10X6-8 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, წიწვიან და შერეულ ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. ითვლება საჭმელად, მაგრამ მისი გამოყენებისაგან ჯობს თავი შევიკავოთ, რადგან ჰგავს შხამიან სოკოებს.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები