თეთრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''თეთრა''' (''ლათ''. Lepiota alba (Bres.). sacc. ''რუს''. Лепиота белая) '''[[...) |
18:04, 15 მარტი 2022-ის ვერსია
თეთრა (ლათ. Lepiota alba (Bres.). sacc. რუს. Лепиота белая)
ქუდი – 3-8 სმ-მდე დიამეტრისაა, ბრტყლად ამობურცულია, განიერი ბორცვაკით, შუაში სადაა, კიდებთან – ბოჭკოვან-ქერცლოვანი, თეთრია, შემდეგ კი მოყვითალო. ფირფიტები თეთრია, მომწიფებისის მოყვითალო ხდება.
ფეხი – 4-6 სმ სიგრძისაა და 0,3-0,5 სმ სისქისა, საყელოს ქვემოთ ფოფქოვანი თეთრია.საყელო თეთრია, ზემოდან მოყვითალო, ქვემოდან ზოლიანი, სოკოს მომწიფებასთან ერთად ქრება.
რბილობი – ქუდში თეთრია, ფეხში მოყვითალო, ახასიათებს ბოლოკის სუნი.
სპორები – ელიფსისებრია, უფერული, 12-14X5,5-6,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, მდელოზე, პარკებში, ტყის პირას, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი.