მარტიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''მარტიო''' (''ლათ''. Laccaria laccata (Fr.) Berk. Et Br. ''რუს''. Ликовица роз...)
 
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
გამოიყენება საჭმელად ახალი.  
 
გამოიყენება საჭმელად ახალი.  
  
შენიშვნა: გვხვდება მარტიოს იისფერი ფორმაც ('''var. amethystina'''), რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახეობას; იზრდება იმავე ადგილებში.
+
'''შენიშვნა:''' გვხვდება მარტიოს იისფერი ფორმაც ('''var. amethystina'''), რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახეობას; იზრდება იმავე ადგილებში.
  
  

მიმდინარე ცვლილება 19:49, 15 მარტი 2022 მდგომარეობით

Martio.PNG

მარტიო (ლათ. Laccaria laccata (Fr.) Berk. Et Br. რუს. Ликовица розовая)

ქუდი – 6 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი – გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ტიტველი ან წვრილბოჭკოვან-ქერცლოვანი ზედაპირით, მოწითალო-ვარდისფერი ან მოყვითალო-წითური, გაშრობისას უფერულდება. ფირფიტები სქელი, განიერი, მეჩხერი, ხორცისფერი თეთრი ნაფიფქით.

ფეხი – 3-10 სმ სიგრძისა და 0,2-1 სმ სისქისაა; თანაბარი, მოგრეხილი, ბოჭკოიანი ზედაპირით, ძირში თეთრფიფქოვანია, ქუდისფერი.

რბილობი – ქუდისფერია.

სპორები – სფეროსებრი, ხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 8-11 მკმ დიამეტრისა.

იზრდება ნესტიან ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი.

შენიშვნა: გვხვდება მარტიოს იისფერი ფორმაც (var. amethystina), რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახეობას; იზრდება იმავე ადგილებში.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები