ანგელოზი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Yinwvisis angelozi.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Yinwvisis angelozi.jpg|thumb|300პქ|ყინწვისის მონასტერის ფრესკა.]] |
'''ანგელოზი''' - ''(ბერძ.)'' მაცნე, მახარებელი ბიბლიური სწავლებით, ანგელოზები ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებებია. | '''ანგელოზი''' - ''(ბერძ.)'' მაცნე, მახარებელი ბიბლიური სწავლებით, ანგელოზები ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებებია. | ||
14:58, 14 თებერვალი 2017-ის ვერსია
ანგელოზი - (ბერძ.) მაცნე, მახარებელი ბიბლიური სწავლებით, ანგელოზები ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებებია.
ამ სულთაგან ზოგიერთები, სატანისაგან ცდუნებულნი, ღმერთს აუმხედრდნენ და იქცნენ წყვდიადის ანგელოზებად - ეშმაკებად. ღმერთის ერთგულმა ანგელოზებმა კი მისგან მიიღეს განღმრთობა. მათი მეშვეობით ღმერთი ამცნობს ადამიანებს თავის ნებას.
ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი თავის ტრაქტატში „ციური იერარქიის შესახებ“ - აღწერს ანგელოზთა სამ იერარქიას, რომელთაგან თითოეული იყოფა სამ ხარისხად. პირველი უმაღლესი იერარქია შესდგება სერაბიმთა, ქერუბიმთა და საყდართაგან, მეორე - უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათაგან, მესამე - საწყისთა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთაგან.
ორთოდოქსული ქრისტიანული ტრადიცია სახელით მოიხსენიებს ცხრა მთავარანგელოზს:
- მიქაელი,
- გაბრიელი,
- რაფაელი,
- ურიელი,
- სელაფიელი,
- ეგუდიელი,
- ვარაქიელი,
- იერომიელი,
- ტახნილი.
ღმერთი ყოველ ადამიანს დაბადებისთანავე მიუჩენს მფარველ ანგელოზს, შემწედ კეთილ საქმეებში.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.