ბღავანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''ბღავანა''' (''ლათ''. Russula emetica (Schauff.: Fr.) S.F.Gray ''რუს''. Сырое...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:32, 17 მარტი 2022 მდგომარეობით

Bghavana.PNG

ბღავანა (ლათ. Russula emetica (Schauff.: Fr.) S.F.Gray რუს. Сыроежка жгуче-едкая)

ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ – გაშლილი და შუაში რამდენადმე ჩაღრმავებული, ზედა პირი წებოვანია, კანი ადვილად ძვრება, ღია წითელია. ფირფიტები თეთრია.

ფეხი – 5-8 სმ სიგრძისა და 1-1,5 სმ სისქისაა, ცილინდრული, თეთრი ან ჭუჭყისფერ-ვარდისფერი.

რბილობი – თეთრია და ძალიან ცხარე.

სპორები – ფართო ელიფსისებრია, ხორკლიანი ზედაპირით, 7,5-12X6-9,5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად მხოლოდ მწნილის სახით, წინასწარ დალბობის შემდეგ გამოიყენება.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები