დათუნია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''დათუნია''' (''ლათ''. Russula vesca Fr. ''რუს''. Сыроежка пищевая) ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:18, 17 მარტი 2022 მდგომარეობით

Datunia.PNG

დათუნია (ლათ. Russula vesca Fr. რუს. Сыроежка пищевая)

ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდე კი – გაშლილი, კიდეები სადაა ან დაღარული, არათანაბრად არის შეფერილი, მოწითალო-ხორცისფრიდან მურამდე. ფირფიტები თეთრი ან მოყვითალო-თეთრი.

ფეხი – 4-8 სმ სიგრძისა და 1-8 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ძირისკენ წვრილდება, სიგრძივ ოდნავ დანაოჭებულია; თეთრია.

რბილობი – თეთრია, მოტკბო გემოთი.

სპორები – მსხლისებური, ნვრილხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 6-8X5-7 მკმ.

იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი და დამწნილებული.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები