კახიძე გიორგი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კახიძე გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „ბუნდოვანი გიორგი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბუნდოვანი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „კახიძე გიორგი“ გადამისა...) |
12:51, 18 მარტი 2022-ის ვერსია
კახიძე გიორგი — (1969), ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. ფსევდონიმი — ბუნდოვანი. ამჟამად — საეკლესიო მორჩილი გიორგი. დაიბადა თბილისში. 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 80-იან წლებში იყო ტერენტი გრანელის საფლავის მცველი და გრანელის დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ, დიდი პოეტის ნასაფლავარი შეინარჩუნა იქ, მემორიალის დადგმით. 90-იან წლებში იბეჭდებოდა ჟურნალებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“ და სხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში... 1990 წელს მეგობარ პოეტებთან ერთად ჩამოაყალიბა - „ქართველ პოეტთა ორდენი — ქრონოფაგები“, რომელმაც მაშინ გამოსცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული... 2000-იანების დასაწყისიდან აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთ „ალტერნატივაში“ და ჟურნალ „აფრაში“, ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა დროს გამოცემულ „თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიებში“.
2006-2012 წლებში იყო მულტიმედია არტჯგუფ „სტიგმატის“ დამფუძნებელი და რეჟის რეჟისორი. გადაიღო სამოცდახუთი მინი-არტ ფილმი (კინო-პოეზია). იყო და ახლაც არის, მრავალი ცნობილი ლიტერატურული და არტ-საღამოს ავტორი, თანაავტორი და ინიციატორი. მუშაობდა ძირითადად ავანგარდული პოეზიის ჟანრში და პერფორმანსში. ბოლო 5-6 წელია, რაც ეკლესიად შედგა, წერს ძირითადად ქრისტიანული თემატიკის პოეტურ ნაწარმოებებს და აღარ მისდევს არტ-აქციონიზმს.
- ეს ქანქარა-ქარი
- ქარი, როგორც არხარი რქებით უტევს სახლებს,
- ატორტმანებს, ახელებს მაღაზიებს, დახლებს;
- ქარმა იცის ხმაურში მოფერებაც ზოგჯერ,
- შლეგურ აურზაურში ამ სტრიქონებს მოგწერ.
- მოგწერ, როგორ მიყვარდი ქარიშხლიან ღამით,
- როგორ მენატრებოდა თუნდ მეხილე წამით...
- და ქარებით მოსილი ღამე რთავდა ბორცვებს,
- ჩუმ ტრფიალში მძინარეც ივარცხნიდი ძოწებს.
- დალალებზე გეფრქვია ვარსკვლავური სევდა,
- ქარბორბალა ღრიალით უკუნეთში მდევდა...
- და ლოცვებში მოღლილი ქარაშოტმა მთელა,
- მე მოგელი ნიადაგ, ქარბუქივით ვღელავ.
- ქარი, ქარი — ქანქარა, ქრის ქურდულად რატომ?
- მეც ქურდივით გიტაცებ ჩემს ფიქრებში, მარტო;
- ყინვის ედელვაისად გაგეფურჩქნა ბაგე,
- გულის ლაბირინთებში უშურველად გაქე!..
- მე წარმტაცად მევლინა შენი ლაღი ქროლვა,
- თვალებიდან გედინა ზურმუხტივით თოვა;
- ისევ ამ თებერვალმაც დაიჩოქა მარტთან,
- თრთვილის ცრემლებს დასტურად უანგაროდ გატან...