კვარაცხელია გუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(გვერდის შიგთავსი დაცარიელდა) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | '''კვარაცხელია გუჩა''' – (1940 – 2021), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, ენათმეცნიერი, პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1963 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება. წლების განმავლობაში მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში. 1999-2006 წლებში იყო თსუ-ს ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პოეტური კრებული „მართალთა და უღმრთოთა გზები” (2000). | ||
| + | |||
| + | :: '''სიტყვების მონატრება''' | ||
| + | |||
| + | ::კარგა ხანია, | ||
| + | ::ჩაილურის წყალი დალია, | ||
| + | ::მანძილს არ ვზომავთ | ||
| + | ::წყრთითა და ადლით, | ||
| + | ::აღარც ჩარექი, კოდი ვიცით, | ||
| + | ::აღარც ბათმანი, | ||
| + | ::მაგრამ დამთბარი | ||
| + | ::არის მაინც სხვაგვარი მადლით: | ||
| + | ::„სამი ურემი შეშა”, | ||
| + | ::„ტარო – ერთი ნალია”, | ||
| + | ::„კვერცხი მარილი”, | ||
| + | ::„ორი აცმა ზაფრანის კოჭი”, | ||
| + | ::„სამ ნაბადს თავზე მოევლება | ||
| + | ::თორმეტმტკავლიანს”; | ||
| + | ::„ყოველ არშინზე თითო-თითო | ||
| + | ::დამაკლეს გოჯი” | ||
| + | ::და კიდევ ბევრი საწყაული | ||
| + | ::ძველი ქონების... | ||
| + | ::გრინვიჩის, სევრის | ||
| + | ::და მსოფლიო ეტალონების | ||
| + | ::არ მიფიქრია ათვალწუნება, | ||
| + | ::მაგრამ რა ვქნა, რომ | ||
| + | ::გული იხარებს, | ||
| + | ::თუ ვინმე იტყვის | ||
| + | ::ეპიკური დიდებულებით: | ||
| + | ::„მზე შუბის ტარზე გადაიხარა”. | ||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]] | ||
| + | [[კატეგორია:კვარაცხელიები]] | ||
15:58, 18 მარტი 2022-ის ვერსია
კვარაცხელია გუჩა – (1940 – 2021), ქართველი დრამატურგი, ენათმეცნიერი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება. წლების განმავლობაში მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში. 1999-2006 წლებში იყო თსუ-ს ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პოეტური კრებული „მართალთა და უღმრთოთა გზები” (2000).
- სიტყვების მონატრება
- კარგა ხანია,
- ჩაილურის წყალი დალია,
- მანძილს არ ვზომავთ
- წყრთითა და ადლით,
- აღარც ჩარექი, კოდი ვიცით,
- აღარც ბათმანი,
- მაგრამ დამთბარი
- არის მაინც სხვაგვარი მადლით:
- „სამი ურემი შეშა”,
- „ტარო – ერთი ნალია”,
- „კვერცხი მარილი”,
- „ორი აცმა ზაფრანის კოჭი”,
- „სამ ნაბადს თავზე მოევლება
- თორმეტმტკავლიანს”;
- „ყოველ არშინზე თითო-თითო
- დამაკლეს გოჯი”
- და კიდევ ბევრი საწყაული
- ძველი ქონების...
- გრინვიჩის, სევრის
- და მსოფლიო ეტალონების
- არ მიფიქრია ათვალწუნება,
- მაგრამ რა ვქნა, რომ
- გული იხარებს,
- თუ ვინმე იტყვის
- ეპიკური დიდებულებით:
- „მზე შუბის ტარზე გადაიხარა”.