ატროფიული რინიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ატროფიული რინიტი''' — ზოგ შემთხვევაში, ცხვირის ლორწოვანი გა...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:37, 21 მარტი 2022 მდგომარეობით

ატროფიული რინიტი — ზოგ შემთხვევაში, ცხვირის ლორწოვანი გარსის ტროპიკა (კვება) შესაძლოა მოიშალოს. ამ დროს, ლორწოვანი გარსი ატროფიას განიცდის და ჩირქოვან-ლორწოვანი სეკრეტის სიჭარბე ქმნის ფუფხების და სიმშრალის ეფექტს.

ამ გამხმარი, სუნიანი ფუფხების მოშორება ძალიან გაძნელებულია და ხშირად პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით, ოზენას დაავადების დროს, როგორც პირველადი პათოლოგია ან მეორადი პათოლოგია – ტრავმის ან პოსტოპერაციული გართულების შემთხვევაში.

[რედაქტირება] პირველადი ატროფიული რინიტები

ოზენა ატროფიული რინიტის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს. მისი ეტიოლოგია უცნობია. მისი სიხშირე დღეისათვის შემცირებულია.

მას შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი სიმპტომები:

— მყრალი სუნი, რომელსაც, ძირითადად, პაციენტი ვერ გრძნობს;
— დიდი ზომის მწვანე ფერის ფუფხები ცხვირში;
— ყნოსვის დაკარგვა;

ფუფხები შეიძლება შეგვხვდეს ცხვირ-ხახაში და ხახაშიც.

სუბიექტური ჩივილიებია: ცხვირით სუნთქვის გაძნელება, (მიუხედავად იმისა, რომ სავალი საკმაოდ დიდია), ცეფალეა და ჩირქოვანი ფუფხების ხშირი გამოყოფა.

ძალიან შორს წასულ შემთხვევებში, გამართლებულია ოპერაციულად ცხვირის ლორწოვანის ერთმანეთთან დაახლოება: ძგიდის მობილიზაციით, ნიჟარების ლორწოვანის მედიალიზაციით და ა. შ.

ოპერაციული მკურნალობის პარალელურად, აუცილებელია:

— ცხვირის გამორეცხვა-დანოტიოვება, (სიხშირე ინდივიდუალურად განისაზღვრება); Nisita spray-თ ან Nisita მალამოთი;
— ცხვირის ანტიბიოტიკო-კრემები ნეომიცინი ან ტერამიცინი;
— გოგირდის აბაზანები და ინჰალაციები;

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მანიპულაციების ჩატარება უფრო ლოგიკურია ოპერაციულ ჩარევამდე.

[რედაქტირება] მეორადი ატროფიული რინიტი

ამ პათოლოგიას ვხვდებით ან ტრავმული დაზიანების შემდეგ, როდესაც ცხვირის ჩონჩხის სტრუქტურის უხეში დეფორმაცია ცვლის ანატომიას, ან პოსტოპერაციული გართულების დროს, როდესაც გადაჭარბებულად და აგრესიულად გაკეთდა ტურბინექტომია ან პლასტიკური ოპერაცია.

ფუფხების არსებობა იმდენად შემაწუხებელია, რომ ხანდახან პაციენტს ურჩევნია ძველი დისფუნქცია (ობსტრუქცია). ამიტომ ტურბინოპლასტიკის და ტურბინექტომიის დროს, აუცილებელია ზომიერება.


[რედაქტირება] წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები