კოპალიანი ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოპალიანი ანა“ გადაიტანა გვერდზე „ანა კოპალიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანა კოპალიანი“ გადაიტანა გვერდზე „კოპალიანი ანა“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:34, 22 მარტი 2022 მდგომარეობით

ანა კოპალიანი

კოპალიანი ანა − (1984), მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი. ფილოლოგიის მეცნიერების მაგისტრი; თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის ლიტ. ურთიერთობების პროფილის დოქტორანტი; „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული პედაგოგი. არის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული თარგმანის სფეროში. მისი თარგმანები იბეჭდება ცალკე კრებულებად და პერიოდულ პრესაში.


ნიკოლაი გუმილიოვი
თარგმნა ანი კოპალიანმა
სიზმარი ვნახე, ვიწექით უბრად
გვერდიგვერდ − მკვდრები ვიყავით ვითომ.
ორი ქათქათა, ქათქათა კუბო
გვერდიგვერდ იდო.
− ეს როგორ მოხდა? − ვითხოვდით პასუხს,
− ან როდის მოხდა? ან გასტანს რამდენს?
უცნაურია, რომ გული არ წუხს,
ლოდი არ ადევს.
გრძნობები ისე შორს დაგელავდნენ,
ფიქრები გახდნენ ისე ყუჩები,
და აღარ მსურდნენ, თუმც კვლავ ელავდნენ,
შენი ტუჩები.
აღსრულდა ბოლოს: ვიწექით უბრად
გვერდიგვერდ − მკვდრები, ვიწექით მშვიდად.
ორი ქათქათა, ქათქათა კუბო
გვერდიგვერდ იდგა.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები