ლომოური ნიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკო ლომოური“ გადაიტანა გვერდზე „ლომოური ნიკო“ გადამისამართე...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Niko lomouri.JPG|thumb|ნიკო ლომოური]]
 
'''ლომოური ნიკო''' — (1852 – 1915),  [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, პოეტი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. დაიბადა სოფელ არბოში (გორი). [[გორი]]ს სასულიერო სასწავლებლისა და [[თბილისი]]ს სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875 წლიდან სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა. ერთხანს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1881 წლიდან კი გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.
 
14:36, 23 მარტი 2022-ის ვერსია

ნიკო ლომოური

ლომოური ნიკო — (1852 – 1915), ქართველი მწერალი, პოეტი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. დაიბადა სოფელ არბოში (გორი). გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875 წლიდან სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა. ერთხანს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1881 წლიდან კი გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.

პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ „მნათობში” გამოქვეყნდა. 1885 წელს მისი ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნაკად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა „ალი” (1878, გამოქვეყნდა ჟურნალ „ივერიაში”, 1879). ნიკო ლომოური ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც და თარგმანებს აქვეყნებდა XIX საუკუნის 70-80-იანი წლების პერიოდულ პრესაში.

ჩემს ვარსკვლავს
ჩემო ვარსკვლავო, მწუხარეს გულით
შენ შემოგცქერი ყოველსა ჟამსა;
შენსა ბედზედა ვაებით, ჭმუნვით
ვგოდავ და ვსტირი – ვღვრი ცხარე ცრემლსა!
შენზედ, მნათობო, ყველა სულდგმული
მოსთქმიდა ასე აღტაცებულად,
რომელსაც ეხლა მე, დაჩაგრული,
ვერც მოვიაზრებ, ვერც ვნახავ სიზმრად.
რა უყავ, ტურფავ, შენი სხივები,
რომლითაც ყველა მხიარულებდნენ,
რომელთაც ჩვენი მამა-პაპები,
ქორფას აკვანში გაგვაცნობებდნენ?
ვიცი, მნათობო, შენი სხივები
ისევ ისევე გარს გახვევიან;
მაგრამ წყეული შავი ღრუბლები
მძლავრი ქარისგან გადაიყრება
და ისევ კვალად შენი სხივები
ჩემსა არეზედ გამობრწყინდება.
ნეტავ იმ ქარმა, იმ დალოცვილმა,
სანამ ცოცხალ ვარ, ამოიქროლოს,
რომ შენზედ ჯავრი ჩემ წყლულმა გულმა
საფლავში მაინც არ ჩაიტანოს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები