ლორთქიფანიძე კირილე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლორთქიფანიძე კირილე“ გადაიტანა გვერდზე „კირილე ლორთქიფანიძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კირილე ლორთქიფანიძე“ გადაიტანა გვერდზე „ლორთქიფანიძე კირილე...) |
15:37, 23 მარტი 2022-ის ვერსია
ლორთქიფანიძე კირილე — (1839 – 1919), ქართველი ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, კალიგრაფი, კრიტიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, ფინანსისტი. დაიბადა სოფელ დიხაშხოში (ქუთაისის მაზრა). გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგში გაემგზავრა სასწავლებლად. უგამოცდოდ ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1861 წელს მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებისთვის, სხვა სტუდენტებთან ერთად დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1864 წელს პეტერბურგში გამოსცა ქართული ლექსების პირველი კრებული – „ჩონგური”; სამწერლო ასპარეზზე თერგდალეულებთან ერთად გამოვიდა. 1894-1904 წლებში იყო ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი. მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებს; წერდა ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკული და თეორიული ხასიათის სტატიებს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.