მამფორია გელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მამფორია გელა''' — (1961), პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა ზუგდიდის რაიო...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
  
::: ნოსტალგიური
+
::: '''ნოსტალგიური'''
  
 
::უეცრად მწუხრის დაეშვა ფარდა,
 
::უეცრად მწუხრის დაეშვა ფარდა,

16:23, 23 მარტი 2022-ის ვერსია

მამფორია გელა — (1961), პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებიდან ბეჭდავდა ლექსებს, ლიტერატურულ წერილებს, ესეებს. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული „ტვირთი“ და მონოგრაფია „დათოვლილი სანთელი – ტერენტი გრანელის პოეზია.“ არის ფილოლოგიის დოქტორი, 30-ზე მეტი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ „რიწის“ პასუხისმგებელ მდივნად, თსუ-ს სოხუმის ფილიალის ლექტორად. დევნილობის შემდეგ მუშაობდა თსუ-ს ზუგდიდის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე: სწავლულ მდივნად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, დირექტორის მოადგილედ. ამჟამად არის საზოგადოებრივი კოლეჯი „ცხუმ-ეგრისის“ დამფუძნებელი და დირექტორი.


ნოსტალგიური
უეცრად მწუხრის დაეშვა ფარდა,
რაღაც შეირხა სარკმელთან ახლოს
და თეთრი, თეთრი სიზმრების გარდა
შენ მომაგონდი, მშობელო სახლო.
იმ წამში მთელი სამყარო ჩანდა,
სამყარო ჩანდა – სარკმელთან ახლო
და რა დიადი ნათელი გადგა,
რა საოცარი – გამზრდელის სახლო!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები