ფურცლოვანი ფიბროცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''ფურცლოვანი ფი...) |
16:27, 23 მარტი 2022-ის ვერსია
ფურცლოვანი ფიბროცემენტი (ლატონიტი) – უნივერსალური, ეკოლოგიურად სუფთა ფურცლოვანი მასალა, რომელიც გამოიყენება შენობის შიდა კედლების, სააბაზანოების, სანიტარულ-ტექნიკური კაბინების, ღუმლების, საუნების, აბანოების და მისთანთა მოსაპირკეთებლად. შედგენილობა: 90% ცემენტი, 10% ცელულოზას ბოჭკო, მინერალური დანამატები და წყალი. დამკვეთის სურვილის მიხედვით, დეკორატიული ფერის მისაცემად, უმატებენ პიგმენტს. გამოირჩევა სიმსუბუქით, მექანიკური სიმტკიცითა და მაღალი ცეცხლმედეგობით.
