მრევლიშვილი მაყვალა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაყვალა მრევლიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „მრევლიშვილი მაყვალა...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Mayvala mrevlishvili.JPG|მარჯვნივ|200პქ|წარწერის ტექსტი]] | ||
'''მრევლიშვილი მაყვალა''' – (1909 − 1992), [[ქართველები|ქართველი]] საბავშვო პოეტი. დაიბადა სიღნაღში. 1925 წელს დაამთავრა [[თბილისი]]ს მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1930 წელს [[თსუ]]-ს პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ | '''მრევლიშვილი მაყვალა''' – (1909 − 1992), [[ქართველები|ქართველი]] საბავშვო პოეტი. დაიბადა სიღნაღში. 1925 წელს დაამთავრა [[თბილისი]]ს მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1930 წელს [[თსუ]]-ს პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ | ||
„დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი – „ლექსები“ – 1940 წელს. ბავშვებს შორის პოპულარული იყო მისი ლექსები: „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“, პოემები: „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „მიყვარს ყველა ცისარტყელა“ და მრავალი სხვა. მან გადაამუშავა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები „ირმისა“ და „კომბლე“. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. ქართულ მკითხველს გააცნო ფრანგული ხალხური საბავშვო ლექსები, შარლ დე კოსტერის რომანი „ულენშპიგელის ლეგენდა“. | „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი – „ლექსები“ – 1940 წელს. ბავშვებს შორის პოპულარული იყო მისი ლექსები: „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“, პოემები: „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „მიყვარს ყველა ცისარტყელა“ და მრავალი სხვა. მან გადაამუშავა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები „ირმისა“ და „კომბლე“. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. ქართულ მკითხველს გააცნო ფრანგული ხალხური საბავშვო ლექსები, შარლ დე კოსტერის რომანი „ულენშპიგელის ლეგენდა“. |
15:53, 5 აპრილი 2022-ის ვერსია
მრევლიშვილი მაყვალა – (1909 − 1992), ქართველი საბავშვო პოეტი. დაიბადა სიღნაღში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1930 წელს თსუ-ს პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი – „ლექსები“ – 1940 წელს. ბავშვებს შორის პოპულარული იყო მისი ლექსები: „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“, პოემები: „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „მიყვარს ყველა ცისარტყელა“ და მრავალი სხვა. მან გადაამუშავა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები „ირმისა“ და „კომბლე“. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. ქართულ მკითხველს გააცნო ფრანგული ხალხური საბავშვო ლექსები, შარლ დე კოსტერის რომანი „ულენშპიგელის ლეგენდა“. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- ჭუპა-ჭუპა!
- ჭუპა-ჭუპა წყალი მალე!
- თავი უკვე დავიბანე,
- უჰ, რამდენი ქაფი დადგა,
- შიგ ყელამდე დავიმალე!
- თურმე ჩემი თოჯინა
- ძლიერ დასაბანია.
- დაბანა რომ არ უყვარს
- განა დასამალია?
- როგორ მოთხუპნულია,
- სად იარა, სად არა!
- ბანაობა გაამოს,
- სუქდი, სუქდი, პატარავ!