ნადარაია ფაუსტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნადარაია ფაუსტ''' − (1955), ქართველი პოეტი, პუბლიცი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | [[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | ||
| − | [[კატეგორია:მთარგმნელები]] | + | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] |
[[კატეგორია:ნადარაიები]] | [[კატეგორია:ნადარაიები]] | ||
16:50, 5 აპრილი 2022-ის ვერსია
ნადარაია ფაუსტ − (1955), ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ფაუსტ ნადარაიას ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული წერილები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში. არის რაიონულ გაზეთ „მარტვილის” რედაქტორი, ავტორია წიგნებისა: „მარტვილის სახელოვანი შვილები”, „გიორგი ჭყონდიდელი”, საცნობარო წიგნი „მარტვილი” (ზურაბ ბიგვავასთან ერთად), „გონების სავარჯიშო ბავშვებისთვის”, „სამეგრელო-ზემო სვანეთი”, ლიტერატურული წერილების კრებული „რეპლიკები და მოსაზრებები”. 2016 წელს შეადგინა და გამოსცა მეგრული ლექსების კრებული „ბჟა დია ჩქიმი”. მის ერთ ლექსს − „ჩქიმი ჭიჭე სამარგალო” − რომელზეც მშვენიერი მუსიკაა შექმნილი, მთელი სამეგრელო მღერის.
- პერსი ბიში შელი,
- საღამო მშვიდობის
- თარგმნა ფაუსტ ნადარაიამ
- „საღამო მშვიდობის” − ეს როგორ იქნება,
- უშენოდ სიმშვიდეს მომიტანს რამე?
- ნუ წახვალ, აქ დარჩი, სხვა არც რა მჭირდება
- და მაშინ მექნება მშვიდობის ღამე.
- ჩემთვის უშენობა დარდია ტიალი,
- სხვა ვინ დამიამებს ამ მწუხრის წამებს,
- მოდი, ერთად დავტკბეთ ჩვენ ტრფობის სიამით
- და მაშინ გვექნება მშვიდობის ღამე.
- გულები მარადჟამს, ღამით და დღისითაც,
- სულ ერთმანეთისკენ ილტვიან მინდობით,
- აქვთ დილა-საღამო საკმაოდ მშვიდი და
- არასდროს ეტყვიან ერთმანეთს: „მშვიდობით”