ხანძარსაწინაღო ფანჯარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ხანძარსაწინაღო ფანჯარა“ გადაიტანა გვერდზე „[[ფანჯარა ხანძარსაწი...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ფანჯარა ხანძარსაწინაღო“ გადაიტანა გვერდზე „[[ხანძარსაწინაღო ფან...) |
17:17, 5 აპრილი 2022-ის ვერსია
ხანძარსაწინაღო ფანჯარა – ფანჯარა, რომელიც შედგება სპეციალური ლითონის დაპროფილებული ჩარჩოსა და მრავალშრიანი ცეცხლგამძლე მინისაგან ან მინაპაკეტისაგან. მინებს შორის მოთავსებულია ჰერმეტიკული აფსკი, რომელიც მაღალი ტემპერატურის გავლენით აფუვდება და ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგოდ დამატებითი დაბრკოლების ფუნქცია აქვს. ცეცხლმედეგობის თვალსაზრისით ეს ფანჯრები სამი სახისაა: ცეცხლმედეგობის ზღვრით 60 წთ-მდე, 30 წთ-მდე და 15 წთ-მდე. მათი შერჩევა დამოკიდებულია შენობის კატეგორიაზე.