ონიანი ესმა
(ახალი გვერდი: '''ონიანი ესმა''' − (1938 − 1999), მხატვარი, პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბი...) |
|||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
::'''შუმერთა ლოცვა აბზუსადმი''' | ::'''შუმერთა ლოცვა აბზუსადმი''' | ||
− | ::[[აბზუ]], | + | :: [[აბზუ]], |
::ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე! | ::ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე! | ||
::სადაც ხარ,იყავი! | ::სადაც ხარ,იყავი! | ||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
::მოხუცების თეთრი ხუხულები, | ::მოხუცების თეთრი ხუხულები, | ||
::წვერებით, წაქისფერებით, | ::წვერებით, წაქისფერებით, | ||
− | : | + | ::აბზუ, კაცები, შეწყვეტილნი, ძალადაულევი, |
::ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით, | ::ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით, | ||
::აბზუ, ბავშვები მობარბაცე, | ::აბზუ, ბავშვები მობარბაცე, |
14:07, 7 აპრილი 2022-ის ვერსია
ონიანი ესმა − (1938 − 1999), მხატვარი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე ქალთა სკოლა. 1957-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე (უჩა ჯაფარიძის სახელოსნო). სადიპლომო ნამუშევარმა , „უფროსკლასელები“, მიიღო უმაღლესი შეფასება და გამოფენილი იყო მოსკოვში სსრკ სამხატვრო სასწავლებლების დი პლომატთა X საკავშირო გამოფენაზე. 1966-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. 1969-1999 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. მისი შემოქმედება ძირითადად თბილისს უკავშირდება; შექმნა თბილისელთა პორტრეტები. 1969 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები, ავტორია 4 კრებულისა, რომლებშიც შესულია ლექსთა ციკლები თბილისურ ყოფასა და თბილისელებზე. 2000 წელს თბილისში მოეწყო მემორიალური გამოფენა და პრეზენტაცია წიგნისა „ლექსები, ესეები, წერილები”.
- შუმერთა ლოცვა აბზუსადმი
- აბზუ,
- ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე!
- სადაც ხარ,იყავი!
- ბებერ მეფესავით ბარდებში იბოდიალე
- გასი პულ ფლასტებით.
- ფშუტეთვალებიან კვერთხ-გვირგვინს
- ჩამქრალ ოქროსას ატარებ.
- აბზუ, შენთან წამოსულნი დაითვალე
- ნელ-ნელა, არ იჩქარო;
- მზერა მოანაცვლე,
- სუყველა გაიხსენე სათითაოდ:
- მოხუცების თეთრი ხუხულები,
- წვერებით, წაქისფერებით,
- აბზუ, კაცები, შეწყვეტილნი, ძალადაულევი,
- ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით,
- აბზუ, ბავშვები მობარბაცე,
- აბზუ, რძესავსე დედები,
- ძუძუ სამუდამო შედედებით,
- აბზუ, თოთო-ფრცქვნილი ქალწულები
- სარეცელს მიჯაჭვიან ეკლიანს,
- აბზუ, ჭაბუკები თმების მზიანი ხვრელებით,
- ვნებადაუმცხრალი გახელებით,
- ყველას შეხედე −
- კაჟისფერ მზეში კრიჭა შეკვრიათ!
- აბზუ, ნუ მოხვალ,
- ჯერ შენთან წამოსულნი
- დაითვალე სათითაოდ,
- ნელა დაითვალე,
- არ იჩქარო!