კაკიაშვილი ირმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ირინოლა ორბელიანი“ გადაიტანა გვერდზე „კაკიაშვილი ირმა“ გადამ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კაკიაშვილი ირმა“ გადაიტანა გვერდზე „ორბალიანი ირინოლა“)

15:48, 7 აპრილი 2022-ის ვერსია

ირმა კაკიაშვილი

კაკიაშვილი ირმა − (1970), პოეტი, ლიტერატურული ფსევდონიმი − ირინოლა ორბელიანი. დაიბადა ხაშურში, ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა ხაშურის მე-3 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, 20 წლის შემდეგ კი დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებული „გარდასახვა” (2017).


* * *
არ ვიცი ვინ ხარ... იქნებ იმედი,
მთელი ცხოვრება გვერდით რომ დამდევს,
იქნებ, სხივი ხარ, შორით მოსული,
გულში ფარულად ღამეს რომ ათევს.
იქნებ, ლოცვა ხარ ფაქიზად თქმული,
გულის სიმებს რომ უჩუმრად არხევს
და, რომც ვცდებოდე, მაინც ისა ხარ,
ვინც მაოცებს და ლოდინით მავსებს.
არ ვიცი ვინ ხარ, იქნებ, წამი ხარ,
რომელშიც უნდა ვიშვა, განვახლდე,
იქნება, ჩემი დასტაქარი ხარ
სასთუმალს მჯდომი გარიჟრაჟამდე.
იქნებ, ფარი ხარ გამობრძმედილი
და ჩემი სულის გახდი მეკარე,
იქნებ, გმირი ხარ ომგადახდილი
და გამარჯვებულს გადაგეყარე.
არ ვიცი ვინ ხარ, იქნებ ჩრდილი ხარ,
პატარა წვეთს რომ გადაეფარე,
იქნება მხოლოდ ნატვრის ღილი ხარ
და ფრთხილად შეგხსენ რომ დამენახე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები