რაზიკაშვილი თედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რაზიკაშვილი თედო''' − (1869 − 1922), მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. დაიბ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რაზიკაშვილი თედო“ გადაიტანა გვერდზე „თედო რაზიკაშვილი“)

15:50, 8 აპრილი 2022-ის ვერსია

რაზიკაშვილი თედო − (1869 − 1922), მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა ჩარგალში (დუშეთი, ფშავი). 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის, სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო და ფშავში იმალებოდა. 1890 წლიდან ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და სხვა. იგი, როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელების შემოქმედების პრინციპებზე. მის ლექსებში („კოდალა”, 1890; „ვაი თუ სოფელმა...”, 1906 და სხვა.) ჩაქსოვილია სამოციანელების პროგრესული იდეები. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პატრიოტიზმი, ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება. განსაკუთრებით პოპულარულია მისი საბავშვო მოთხრობები („ნიბლია”, 1886; „იის ამბავი”, 1890; „მონადირე”, 1903; „ქორის ბახალა”, 1908). იგი იყო ხალხური სიტყვიერების შემკრები და შემდგენი ხალხური ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს დაიბეჭდა „ივერიაში”.


* * *
მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ,
გეტრფი და გენაცვალები,
შენი სურვილიც ვატარო,
სანამ ლეშს ჰზიდნენ ძვალები.
ცოცხალი შენი შვილი ვარ,
მკვდარიც შენ მოგებარები,
წყეული ვიყო, ვტყუოდე
დამეხშოს ქვეყნის კარები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები