რაზიკაშვილი თედო
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რაზიკაშვილი თედო“ გადაიტანა გვერდზე „თედო რაზიკაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თედო რაზიკაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „რაზიკაშვილი თედო“ გადამ...) |
15:50, 8 აპრილი 2022-ის ვერსია
რაზიკაშვილი თედო − (1869 − 1922), მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა ჩარგალში (დუშეთი, ფშავი). 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის, სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო და ფშავში იმალებოდა. 1890 წლიდან ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და სხვა. იგი, როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელების შემოქმედების პრინციპებზე. მის ლექსებში („კოდალა”, 1890; „ვაი თუ სოფელმა...”, 1906 და სხვა.) ჩაქსოვილია სამოციანელების პროგრესული იდეები. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პატრიოტიზმი, ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება. განსაკუთრებით პოპულარულია მისი საბავშვო მოთხრობები („ნიბლია”, 1886; „იის ამბავი”, 1890; „მონადირე”, 1903; „ქორის ბახალა”, 1908). იგი იყო ხალხური სიტყვიერების შემკრები და შემდგენი ხალხური ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს დაიბეჭდა „ივერიაში”.
- * * *
- მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ,
- გეტრფი და გენაცვალები,
- შენი სურვილიც ვატარო,
- სანამ ლეშს ჰზიდნენ ძვალები.
- ცოცხალი შენი შვილი ვარ,
- მკვდარიც შენ მოგებარები,
- წყეული ვიყო, ვტყუოდე
- დამეხშოს ქვეყნის კარები.