რურუა პარმენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რურუა პარმენ“ გადაიტანა გვერდზე „პარმენ რურუა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პარმენ რურუა“ გადაიტანა გვერდზე „რურუა პარმენ“ გადამისამართე...)

22:23, 8 აპრილი 2022-ის ვერსია

რურუა პარმენ (1888 _ 1963) მწერალი, პოეტი. ფსევდონიმი – ოდიშელი. დაიბადა სოფელ ბანძაში (მარტვილი). 1901-1902 წწ მუშაობდა ბათუმში მანთაშევის ქარხანაში, 1903-1917 წწ – სამკერვალო სახელოსნოში მკერავად; 1930-1937 წწ – ნავთის ქარხანაში ოპერატორად, 1928-1930 წწ იყო ბათუმის მუშათა კლუბის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი; 1937 წლიდან გამომცემლის თანამდებობაზე აჭარის სახელმწიფო გამომცემლობაში; თანამშრომლობდა თბილისის ბათუმის და ქუთაისის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში; 1911 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „იმედი“ ბათუმის გაზეთში; 1927 წელს გამოსცა პირველი ლექსების წიგნი. ავტორია წიგნებისა: „ლექსების კრებული”, „ბუნება და ბავშვები“, „ნაცარქექია“, „ოქტომბერს“, „მხატვრული სიმღერები“, „რჩეული ლექსების კრებული“.


შენ სდუმხარ, ზღვაო!
შენ სდუმხარ, ზღვაო!.. მე მსურს ღელავდე,
მსურს კვლავ ტალღათა ჩოჩქოლი ვნახო,
ცრემლების ნაცვლად მინდა სიმღერა,
რომ შენთან ერთად მეც შემოვძახო!
მაგრამ შენ გძინავს... ვეღარ გაფხიზლებს
მრისხანე ჩანგის მქუხარე ხმები,
აღელდი, ზღვაო, ჩემო სულისდგმავ,
და მეც ტარიგად შემოგევლები.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები