სათარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სათარა''' − (სათარ-აღა, XIX საუკუნე), XIX ს 20-იანი წლების აღმოსავლურ...) |
11:57, 11 აპრილი 2022-ის ვერსია
სათარა − (სათარ-აღა, XIX საუკუნე), XIX ს 20-იანი წლების აღმოსავლური ჰანგების მომღერალი, აშუღი. დაიბადა ქალაქ არდებილში (ირანი). XIX საუკუნის პირველ ნახევარში დიდი წარმატებით გამოდიოდა კონცერტებზე; მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს თბილისში, 1853 წელს გაიმართა პირველი კონცერტი თბილისის თეატრში; კონცერტში აღმოსავლურ სიმღერებთან ერთად შეასრულა ქართული სიმღერა — „ვარდო, რად ხარ თავდახრილი”; იშვიათი გემოვნებით ასრულებდა აღმოსავლური პოეტების – საადის, ჰაფეზის, ფუზულის და სხვათა – მუღამებს, თასნიბებს, ყაზალებს; სათარას ოსტატობას მაღალ შეფასებას აძლევდა ნიკოლოზ ბარათაშვილი.