სანაძე კორნელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სანაძე კორნელი''' – (1907 – 1985), ქართველი მხატვარი, პ...) |
|||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
| − | ::: * * * | + | ::::: * * * |
::გახსოვს, ძვირფასო, ღამე და ბაღი, | ::გახსოვს, ძვირფასო, ღამე და ბაღი, | ||
13:44, 11 აპრილი 2022-ის ვერსია
სანაძე კორნელი – (1907 – 1985), ქართველი მხატვარი, პოეტი. დაიბადა ხონში. 1922-1924 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში. შემდეგ – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალის განხრით; დაამთავრა თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმი 1924 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს. 1934 წლიდან ფერწერას ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში; მას გაფორმებული აქვს კინოფილმები: „დარიკო“, „ქალი მწვანეში“; ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრში: „კარმენი”, „დაისი”, „მთების ძახილი“ და რუსთაველის მარჯანიშვილის თეატრების სპექტაკლები. იგი ასევე არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი.
- * * *
- გახსოვს, ძვირფასო, ღამე და ბაღი,
- ხეთა შრიალი, ყვავილთა თოვა.
- გაზაფხულის ცა, თეთრი ზამბახი,
- იისფერი თმა, ბაგეთა თრთოლვა,
- შენ შეიხსენი მარჯანის მძივი,
- მზის ამოსვლისას ბალახში ვკრეფდით,
- და გვასველებდა წვეთები წვიმის
- და ვგავდით მტრედებს...
- და გვაკლდა ფრთები.