სულაბერიძე ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლადო სულაბერიძე“ გადაიტანა გვერდზე „სულაბერიძე ლადო“ გადამის...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Lado sulaberidze.JPG|thumb|ლადო სულაბერიძე]]
 
'''სულაბერიძე ლადო''' – (1919 – 1993), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი.  დაიბადა სოფელ შუამთაში (ვანი). იყო [[მეორე მსოფლიო ომი]]ს მონაწილე, რომლის განმავლობაშიც, 1942 წლიდან, გერმანელთა ტყვეობაში მოუწია ყოფნა და ამის გამო 1948-56 წლებში საბჭოთა კავშირში გატარებული რეპრესიების შედეგად მას ურალსა და მაგადანის ოლქში მოუხდა გადასახლებაში ყოფნა. ლექსების პირველი კრებული – „ყირიმის ღამეები“ – 1948 წელს გამოაქვეყნა. ლექსებისა და პოემების ძირითადი კრებულებია: „წარწერები კლდეზე“ (1957), „ჩრდილები მღერიან“ (1968), „მზე მავთულხლართებში“ (1969), „რჩეული“ (1971), „რჩეული
 
ლირიკა“ (1980).
 
ლირიკა“ (1980).
ხაზი 16: ხაზი 17:
 
::ეღიმილები ახლაც ქიაჩელს,
 
::ეღიმილები ახლაც ქიაჩელს,
 
::ლეოს მალი-მალ ცრემლი ერევა,
 
::ლეოს მალი-მალ ცრემლი ერევა,
::კვლავ ძმაკაცურად არ გაგიანჩხლდეს, _
+
::კვლავ ძმაკაცურად არ გაგიანჩხლდეს,
 
::შეჩვეულია შენს მოფერებას.
 
::შეჩვეულია შენს მოფერებას.
 
::სიტყვათა კონას შეხსენი ულო
 
::სიტყვათა კონას შეხსენი ულო

მიმდინარე ცვლილება 12:03, 13 აპრილი 2022 მდგომარეობით

ლადო სულაბერიძე

სულაბერიძე ლადო – (1919 – 1993), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ შუამთაში (ვანი). იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, რომლის განმავლობაშიც, 1942 წლიდან, გერმანელთა ტყვეობაში მოუწია ყოფნა და ამის გამო 1948-56 წლებში საბჭოთა კავშირში გატარებული რეპრესიების შედეგად მას ურალსა და მაგადანის ოლქში მოუხდა გადასახლებაში ყოფნა. ლექსების პირველი კრებული – „ყირიმის ღამეები“ – 1948 წელს გამოაქვეყნა. ლექსებისა და პოემების ძირითადი კრებულებია: „წარწერები კლდეზე“ (1957), „ჩრდილები მღერიან“ (1968), „მზე მავთულხლართებში“ (1969), „რჩეული“ (1971), „რჩეული ლირიკა“ (1980).

* * *
გერონტი ქიქოძეს
შენი ცხოვრება, ჩუმი და წყნარი,
ქარიშხლის შხუილს გაეხმაურა.
აღზევანს ავა მარილზე ხარი
და სიკვდილთანაც მივა ხარულად.
აქ ისევ ისმის გალობა შაშვის,
ნისკარტით სიტყვა უჭირავს შენი.
შადრევანს აფრქვევს ციური ბავშვი,
ეჩურჩულება მას ლანდი ბრძენის.
ეღიმილები ახლაც ქიაჩელს,
ლეოს მალი-მალ ცრემლი ერევა,
კვლავ ძმაკაცურად არ გაგიანჩხლდეს, –
შეჩვეულია შენს მოფერებას.
სიტყვათა კონას შეხსენი ულო
და მიაყარე მამულის ლამპარს.
ვაგლახ, ჩაუქებს არ ექართულოს
შენებრ ქართველი და ბრძენი პაპა!@
ჭეშმარიტების მაჩინს და უჩინს
შეახე ხელი, ნახე სანთლები.
მოდიხარ ისევ მაჩაბლის ქუჩით,
პატარა ბაღში შემობრძანდები.
სუროს ნიავი შეარხევს წყნარი,
შაშვიც აქ არის, არ გაპარულა.
აღზევანს ავა მარილზე ხარი
და სიკვდილთანაც მივა ხარულად.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები