ტიგინაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტიგინაშვილი გიორგი''' – (1986), თეოლოგი, მკვლევარი, მწერალი, პედა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტიგინაშვილი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ტიგინაშვილი“) |
14:27, 13 აპრილი 2022-ის ვერსია
ტიგინაშვილი გიორგი – (1986), თეოლოგი, მკვლევარი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა თიანეთის რაიონში. 2008 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 2009 წელს – თბილისის სასულიერო აკადემია. გამოცემული აქვს ნოველების, ლექსების, ესეების, წერილებისა და ინტერვიუების კრებულები: „მადლიერება“ (2013), „მუდმივი აწმყო“ (2013); 2015-2016 წლებში იყო ტელეკომპანია „ქართული არხის“ საავტორო გადაცემის „ზვარაკად შეწირულნი“ წამყვანი; არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის მკვლევარი.