ტლაშაძე იესე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტლაშაძე იესე“ გადაიტანა გვერდზე „იესე ტლაშაძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იესე ტლაშაძე“ გადაიტანა გვერდზე „ტლაშაძე იესე“ გადამისამართე...)

14:48, 13 აპრილი 2022-ის ვერსია

ტლაშაძე იესე – XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. ეკუთვნის პოემა „ბაქარიანი“ („კათალიკოზბაქარიანი“, დაწერილია სტამბოლში, 1727), რომელშიც აღწერილია ვახტანგ VI-ისა და მისი შვილის ბაქარის ისტორია, ქართლის აოხრება სპარსელებისა და ოსმალებისაგან, ვახტანგის რუსეთში გადახვეწა, მისი ძმის, კათოლიკოს დომენტის სტამბოლში გაწვევა. როგორც ჩანს, იგი ჯერ კიდევ 1724 წლამდე ყოფილა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კათოლიკოს დომენტის გაჰყოლია სტამბოლში. იესე ტლაშაძე არსებითად არჩილ II-ის მიმდევარია ქართულ მწერლობაში. იგი თაყვანს სცემს შოთა რუსთაველს, აუგად მოიხსენიებს მის ეპიგონებს, თუმცა მის პოემაში იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა. „ბაქარიანზე“ ზემოქმედება მოუხდენია იოსებ სააკაძის „დიდმოურავიანსაც“.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები