უბილავა ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''უბილავა ვლადიმერ''' – (1914 – 1942), პოეტი. 1936-41 წლებში სწავლობდა თსუ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უბილავა ვლადიმერ“ გადაიტანა გვერდზე „ვლადიმერ უბილავა“) |
13:11, 14 აპრილი 2022-ის ვერსია
უბილავა ვლადიმერ – (1914 – 1942), პოეტი. 1936-41 წლებში სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. ლექსებს ბეჭდავდა 1934 წლიდან. პირველი ლექსი გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოაქვეყნა. 1955 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პოეტური კრებული „ღელვას ბობოქარს“. ამას მოჰყვა „ბალადა დაკარგული ჯარისკაცისა“ (1959, ლექსები, პოემა), „მამის კერასთან“ (1967, ლექსები და წერილები ფრონტიდან). 1969 წელს გამოიცა პოემა „ტობავარჩხილი“.
- აფხაზის ქალი
- მახსოვს შავი ზღვა, ცხელი ზაფხული,
- მატარებელი გაჭრილი ქშენით,
- ირგვლივ ბაღები ნაყოფასხმული
- და უეცარი გაცნობა შენი.
- ამაყად მითხარ აფხაზის ქალმა,
- რომ მუშფაკიდან ტყვარჩელს ბრუნდები.
- შენ მოიშორე სიბნელის ჩალმა
- და ადათების მძიმე ხუნდები.
- შემოგყურებდი დიდხანს ღიმილით,
- შველივით დამდგარს ტურფა ქალებთან.
- შორს მზე ბრწყინავდა ოქროს ღილივით
- და ფანჯრებიდან გვითვალთვალებდა.
- შემდეგ გამოჩნდა მაღარო მთაში,
- ხევთან შეჩერდა მატარებელი...
- წახველ, გამშორდი და ფიქრი ვაჟის
- დიდხანს მოგდევდა, როგორც მხლებელი.
- ვიცი, დაგიხვდა მთა განახლებით,
- მაღაროებში ცეცხლი მკვესავი...
- მხოლოდ ერთხელ ვარ შენი მნახველი
- და მაინც გულში ღვივი მზესავით.
- არ მავიწყდება ზღვა და ზაფხული,
- მატარებელი შემდგარი ქშენით,
- მაქვს ნეტარებად შემონახული
- მე უეცარი გაცნობა შენი.