ქუმსიაშვილი თეონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თეონა ქუმსიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ქუმსიაშვილი თეონა“ გად...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქართველი მომღერლები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] |
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლები]] | [[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქუმსიშვილები]] | ||
16:27, 18 აპრილი 2022-ის ვერსია
ქუმსიაშვილი თეონა − (1984 − 2010), მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. 2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალებში. გამოცემული აქვს სოლო ალბომები: 2005 წელს – „პირიმზე“, 2009 წელს – „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“. 2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც.
- * * *
- შენ ხევსური ხარ, არც გავიოცებ...
- ჯიუტი იყო, ამაყი თანაც...
- არ დავიბადე, რა ვქნა ხევსურად,
- სიკვდილი მიჯობს, ტრფიალში ღალატს.
- შენ ხევსური ხარ, შვილი მთებისა
- და არწივივით ზვიადი, ვიცი...
- ნუ გაიხსენებ წესებს, დრომოჭმულს,
- შურისძიების მეც დავდე ფიცი...
- თუ სიამაყეს ვერ ჩავკლავ შენში,
- ან თუ გამხელის არა გაქვთ წესი,
- სიცივეს მაინც ნუღარ დამწამებ,
- თუკი დაგინთე ამხელა ცეცხლი.